Menu Close

გიორგი ქობულია 3D ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის EON Reality – ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც სინგაპურში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მსოფლიოში 3D ინდუსტრიისუმსხვილესი კომპანიის EON Reality -ის მმართველ დირექტორს შრიდჰარ შანკადს და გაყიდვების დარგში ვიცე-პრეზიდენტს პონტუს აპელქვისტს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კომპანიის პროექტებზე, რომელიც ვირტუალური და გაფართოებული რეალობის, 3D ტექნოლოგიების გამოყენებით სამუშაოძალის შესაძლებლობების გაზრდასა და მუშახელის გადამზადებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად ზრდის პერსონალის კვალიფიკაციისხარისხს და დამსაქმებლის რისკებს მინიმუმადე ამცირებს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანიის შოურუმი დაათვალიერა და ტექნოლოგიურ სიახლეებსგაეცნო. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი სინგაპურში ირაკლი ასაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *