Menu Close

საქართველოში VR რეგიონული სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში კომპანია EON Reality – სთან ერთადერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც შეიმუშავებს რეგიონალური VR (ვირტუალური რეალობის) სასწავლო ცენტრის კონცეფციას. ამის შესახებისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანია EON Reality ის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელიც სინგაპურში მისი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამჟამად განიხილება საქართველოსა და EON Reality – ს შორის აღნიშნულ ცენტრში თანაინვესტირების შესაძლებლობა, სადაც კომპანიისკაპიტალი ორჯერ მეტი იქნება. ამასთან, აღნიშნულ ცენტრში, რომელიც გადამზადების სამთავრობო ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მოხდება იმ დარგებში გადამზადება, სადაც VR მეთოდი ეფექტური იქნება. კერძოდ, შესაძლებელი იქნება, რომ უცხოელმა ტრენერებმა და ექსპერტებმა სწავლებასაქართველოში ჩამოსვლის გარეშე განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ VR ცენტრი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ სახელმწიფოებსაც დაფარავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *